პროპორციული სისტემა

ძიძიგური: ოპოზიციას მორალური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს, ისინი მართლები არიან

ყველა ერთის წინააღმდეგ როცა ერთიანდება და მთელი პოლიტიკური სპექტრი თავს გესხმის, ამაში პრობლემა არაფერია, რადგან როცა პოლიტიკაში ხარ, იმასაც უნდა იყო მიჩვეული, რომ თავს გესხმის, თან ბევრი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვინც თავს გესხმის, ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი ხარ. აი, ეს არის. მათ აქვთ მორალური უპირატესობა, მათ აქვთ ფსიქოლოგიური უპირატესობა და პოლიტიკური უპირატესობაც, იმიტომ რომ ექვსი თვის განმავლობაში პირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე, ეს არის ალბათ ყველაზე სწორ სიტყვა

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით დაწყებული აქციების შესახებ, პალიტრანიუსის გადაცემაში - 360 გრადუსი. ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები