პროპორციული სისტემა

წულუკიანი: მაჟორიტარებს სხვა განცდა აქვთ - ხალხს რა აწუხებს, დადიან სოფელ-სოფელ

ერთ არგუმენტს დავამატებდი - ჩვენ ვართ მაინც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, სსრკ-სგან სულ ახლახან გათავისუფლებული. პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ქართული ოცნება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ჩემი პირადი დაკვირვებაა, რომ ადამიანი, ვინც გადაწყვეტს პოლიტიკაში შევიდეს და პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს, ამის საუკეთესო გზა არის მაჟორიტარად კანდიდატობა, მე ეს გზა გავიარე და მე ვნახე, რომ პარტიული სიით არჩევა კი დიდი პატივი და დამსახურებაა, მაგრამ მაჟორიტარებს სხვა განცდა აქვთ - ხალხს რა აწუხებს, ისინი პირდაპირ კონტაქტზე, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და წუხილს ისმენენ, ისმენენ ხანდახან მწარე საყვედურს, ისმენენ ხანდახან შექებას, ესენი არიან ადამიანები, ვინც ფრონტალურ შეხებაშია ხალხთან, ამის გარეშე არ ყალიბდება პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში.

კომენტარები