პროპორციული სისტემა

წულუკიანი პროპორციულზე: ეს იყო ბატონი ბიძინას იდეა და არა დაპირება

ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მიკვირს ადამიანების, რომლებიც არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა, იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა. მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ "ამის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ როგორ გაბედავდა ოქრიაშვილი"...

მე ვარ მომსწრე, როდესაც თათბირზე ბატონმა ბიძინამ ეს იდეა გააჟღერა, ეს დეპუტატები, ვინც დღეს კანონპროექტს ხმა არ მისცეს, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები, მას ღიად დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს და იქ იყო ცხარე კამათი. შესაბამისად, ჩვენ ალბათ ჯობს გამოვიდეთ იმ ლოგიკიდან, რომ ვიყოთ განაწყენებულები, იმიტომ, რომ ვისზე არიან განაწყენებულები, არ მესმის.

ეს ბატონი ბიძინას დაპირება კი არ იყო, ეს იყო იყო იდეა, შესთავაზა, რომ პარტია აქეთ წავა, პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს. დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი, მე, რა თქმა უნდა, მათ ჯგუფში ვიქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ეს ქვეყანას სჭირდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში.

კომენტარები