პროპორციული სისტემა

ხუნდაძე: თუ ამომრჩეველი ამბობს, რომ არ იცნობს თავის მაჟორიტარს, როგორ აირჩიეს დეპუტატად?

არის ზოგჯერ რეალობა, მაგრამ ხშირად არის შავი პიარის ნაწილი, რომ საზოგადოებაში მაჟორიტარების დისკრედიტაცია მოხდეს.

არსებობს ისეთი მაჟორიტარიც, რომელიც არ მუშაობს აქტიურად მოსახლეობასთან და მოსახლეობაში შეიძლება დაბალი ცნობადობა იყოს, თუმცა, როცა ამომრჩეველი იძლევა ასეთ პასუხობს, რომ ის არ იცნობს მაჟორიტარს და არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, მე ვფიქრობ, მაშინ ამომრჩეველშია პრობლემა - მაშინ როგორ აირჩიეს თუ არ იცნობს? ეს ერთი.

და მეორე, თუ მაჟორიტარის ცნობადობა დაბალია, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პარტიული სიით შესული დეპუტატების ცნობადობა მაღალია მოსახლეობაში? გამეცით ახლა პასუხი

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე კვირას პრესკლუბში კვლევების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ვინაა მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

კომენტარები