ევროპული საქართველო

კაპანაძე გახარიაზე: 2009 წელს მართლა მასშტაბური გამოსვლები რომ იყო ლარის კურსი 1.6 იყო

ერთი რამ მინდა, გავახსენო ამ სამარცხვინო პრემიერმინისტრს, რომელიც მაშინ იმყოფებოდა რუსეთში, აქ საქართველოში, როდესაც მართლა მასშტაბური გამოსვლები იყო ხოლმე 2009 წელს, როდესაც ომი იყო 2008 წელს, მიუხედავად ამ მართლა დიდი გამოწვევებისა, ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდიოდა და ლარის კურსი იყო 1.6 და არა 3.0 როგორც დღეს არის.

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებს დააბრალონ, იქნება ეს ოპოზიცია, თუ გარემო პირობები, უმჯობესია საქმეს მიხედონ და იმ ნავს, რომელიც მართლა ეძირებათ

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გამოეხმაურა, რომელმაც მთავრობის სხდომის დაწყების წინ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ ოპოზიციის აქციები და გამოსვლები ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს

კომენტარები