ქვარაია: ბოქლომი, გაჩერება, სტაგნაცია - ეს იყო ენმ-ს ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მინდა, დავუკარგოთ შრომა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს, რომლებიც ასევე ჩემს ბიუროშიც იყვნენ დღეს მობრძანებულები, ბოქლომებით და ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ ბოქლომი არის მათი სიმბოლო და იქცა მათ სიმბოლოდ. ისინი ბოქლომით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ დააბოქლომეს თავის დროზე საქართველო ფაქტობრივად.

ბოქლომი, ხელბორკილი, გაჩერება, სტაგნაცია - ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში

ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ქვარია იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. აქტივისტები დღეს მის ბიუროსთან მივიდნენ და კარზე ბოქლომი დადება სცადეს და ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

კომენტარები