მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: გუშინ დილით თალაკვაძე იყო სამუშაო ოთახში და დღეს დილითაც იყო სამუშაო ოთახში

ჩემთვის გასაკვირი იყო აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძე ნახევარი დღე არ იყო თურმე სამუშაო ოთახში და შემდეგ სპეკულაციები რაღაც კომოს ტბასთან დაკავშირებით. გუშინ დილით არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში და დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გასულ დღეებში იტალიაში, ტბა კომოზე იყო წვეულებაზე ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

კომენტარები