სულაშვილი: ვისაც კი პატარა წვლილი მიუძღვის ადამიანების დასახიჩრებაში, ყველა უნდა დაისაჯოს

დილით დამიკავშირდა პროკურატურა, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მახარა, რომ დაზარალებულის სტატუსი მივიღე, თუ სასიხარულო შეიძლება, რომ დავარქვათ. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჯერ-ჯერობით არ გავცნობივარ, არ მაქვს წვდომა, ერთ კვირაში ჩემი ადვოკატი, საია-ს ადვოკატი მივა და გამოიტანს საქმის მასალებს. იმედია, იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ სისხლიანი ღამისთვის დაისჯება. ვისაც კი პატარა წვლილი მიუძღვის 20-21 ივნისის ღამეს ადამიანების დასახიჩრებაში, ადამიანების გამწარების ჩადენაში, სულ ყველა, დიდი და პატარა, უნდა დაისაჯოს.

თქვა გიორგი სულაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. სულაშვილი დაზარალებულად დღეს, 23 ნოემბერს ცნეს. მან 20 ივნისს აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა.

კომენტარები