მუხრან ვახტანგაძე

"ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტს: სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რაც პირზე მოგადგებათ ის თქვათ

აქ ყველა ღირსეული ადამიანები არიან, სპორტსმენები შეკრებილები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაუტანიათ, არაერთხელ საქართველოს დროშა აღმართულა ამ ბიჭების სახელზე და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერებულა არაერთხელ. მე მინდა ყველას... არ გაფრთხილებთ, მინდა იცოდეთ ყველამ რა, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია და მე გეუბნებით, ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით ნურავინ. აი, ნებისმიერი სტატუსის ადამიანი ვინც იქნება, აი, ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას. სავალალო შედეგს მიიღებთ, აი, ნებისმიერს ვეუბნები ამას.

სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა, აქ არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის, არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას.

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მუხრან ვახტანგაძე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს მიმართავს. ჟურნალისტი ბათუმის მერიასთან მივიდა, სადაც, შენობის პიკეტირების მოლოდინში, ქართული ოცნების მხარდამჭერები შეიკრიბნენ, თუმცა აქტივისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და მერიასთან არ გამოჩენილან.

კომენტარები