ჯაფარიძე: ენმ-მ დადოს გარანტიები, რომ ძალოვანებზე მათი კონტროლი არ იქნება, ეს აფრთხობს ხალხს

მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაიდოს გარანტიები, რომ თოფიანი ხალხი - პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ. ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი, რაც აფრთხობს ჯერ კიდევ ადამიანებს, არის სწორედ ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელში ისევ შეიძლება აღმოჩნდეს თოფიანი ადამიანები და ამ ადამიანების ეშინიათ. შესაბამისად, არის საჭირო გარანტიები იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და ეს არის გასაკეთებელი რაც შეიძლება სწრაფად

ეს განცხადება გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები