ბესელია: გარანტია უნდა იყოს, რომ ძალოვანი უწყებები იქნება იმ პირების ხელში, ვინც სანდოა

ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ ქართული ოცნება წავიდეს და ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ისევ. საჭიროა ცვლილებები და ეს ცვლილებები საჭიროა სწორედ იმ მხრივ რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში. გარანტია იყოს, რომ არ იყოს არანაირი ძალადობრივი გარემო და განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, რომელიც ყოველთვის ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფუნდამენტური უფლებების გარანტიებს, ის იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც სანდოა. 

ეს განცხადება დეპუტატმა ეკა ბესელიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დადოს გარანტიები, რომ "თოფიანი ხალხი - პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები