ზოიძე: რამდენიმე დღეში გამოჩნდება, საით წავა პროცესები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მივიღებ

ვხედავ, რომ ჯერჯერობით გარკვეული რესურსი დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადატანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მივიღებ. მე ჩემი შეთავაზება გავაკეთე, რაც გუნდმა სამწუხაროდ, არ გაიზიარა, დანარჩენი პროცესები ძალიან მინდა გადავიდეს პოზიტიურ კალაპოტში, მოლაპარაკების მაგიდასთან. რამდენიმე დღეში გამოჩნდება ეს საით წავა, იქნება შემდგომი დაპირისპირება და პოლარიზაცია, თუ გადავა ნორმალურ პროცესში და ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს გამოჩნდება რამდენიმე დღეში

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ. მან ქართულ ოცნებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად პლებისციტის ჩატარება შესთავაზა, თუმცა, მმართველმა გუნდმა სახალხო გამოკითხვა 2020 წლის შემდეგ დაანონსა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები