დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე ოპოზიციაზე: არჩევნებით პარლამენტში ვერ შემოვლენ და ეძებენ სისტემას, რომ შემოაღწიონ

ისინი ნებისმიერ, თუნდაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, დესტრუქციულ გეგმას ვერ შორდებიან და არ შორდებიან. სწორედ ეს იყო ძირითადი რისკი, რომ პროპორციული სისტემა მათ ნოყიერ ნიადაგს აძლევდა, რომ შემდეგში, 2020-სთვის, კოალიციური მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოშლილიყო ან არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ არჩევნები. რა თქმა უნდა, ისინი ამ გეგმიდან ვერ გადადიან და არც გადადიან, იმიტომ რომ მათ სხვა პერსპექტივა პარლამენტში არჩევნებით, კონსტრუქციული გზით, შეთანხმებით, კანონმდებლობის დაცვით, ისინი პარლამენტში ვერ შემოვლენ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ისინი კარგად ამოცნობადები არიან. ამიტომ ეძებენ სამალავს ამა თუ იმ პარტიით და სისტემას, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ რამენაირად შემოაღწიონ შიგნით და ისევ გააგრძელონ დესტრუქციული ქმედება

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ტვ პირველის გადაცემაში საუბრობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებაზე. უგულავამ თქვა, რომ შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება და ჩაიშლება.

კომენტარები