პროპორციული საარჩევნო სისტემა

უგულავა კალაძეზე: ეს ბოგანო, უწიგნური, არც კანონი უნახავს, არც კონსტიტუცია წაუკითავს

როგორ შეიძლება გამოიყვანო ეს ბოგანო, უწიგნური ადამიანი, ალაპარაკო ანტიკონსტიტუციურობაზე ამა თუ იმ კანონის, არც კანონი უნახავს და არც კონსტიტუცია წაუკითხავს.

კობახიძე მაინც გამოეყვანათ, წაკითხული მაინც აქვს თავისი დაწერილი კონსტიტუცია. ბოლომდე აბუჩად აგდებაა ეს საზოგადოების.

ამბობს ტვ პირველის ეთერში გიგი უგულავა კახა კალაძეზე, რომელმაც დღეს თქვა, რომ "თემა დახურულია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება", მისივე თქმით, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ შემოთავაზებული გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები