პარლამენტის პიკეტირება

გეგელია: ლელო უერთდება პროტესტს, მაგრამ არ უერთდება პიკეტირებას

ხელისუფლებამ დაიმსახურა ისტორიის სანაგვეზე წასვლა, სადაც ის აუცილებლად ძალიან მალე წავა. ეს არის შარლატანების, აფერისტების, მატყუარების ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს წაართვა დემოკრატია, წაართვა მომავალი და რომელმაც ჩვენ სინდისისთვის საბრძოლველად გამოგვიყვანა ყველანი აქ.

ლელო უერთდება ამ პროტესტს, ლელო დგას ძალიან მკაფიოდ აქ და იდგება ყველა პრინციპულ ბრძოლაში, მაგრამ ლელო ამას გააკეთებს კონსტურქციულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, ქართული კანონის ფარგლებში. ლელო არ უერთდება პიკეტირებას, ჩვენ არ მივიჩნევთ ამას პროტესტის საუკეთესო მეთოდად, მაგრამ ჩვენ ვუერთდებით ყველა პრინციპულ ბრძოლას, მაგრამ ჩვენ კონსტრუქციულად უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება სახლში.

თქვა "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე. აქტივისტები და სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტის პიკეტირებას მეორედ გეგმავენ, რათა ქართულ ოცნებას, რომელმაც დანაპირები არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, მუშობაში ხელი შეუშალონ.

კომენტარები