მელია: რეჟიმის დასასრულია, როცა ყინვაში ადამიანები საკადრის პასუხს გცემენ ქუჩიდან

ეს არის რეჟიმის დასასრული, როცა ყინვაში ადამიანები საკადრის პასუხს გცემენ ქუჩიდან. 8 დღის განმავლობაში მეორეჯერ მოუწია ხელისუფლებას აქციის დარბევა. კიდევ ბევრჯერ მოუწევს, სანამ ივანიშვილი არ დანებდება ხალხის ნებას და ხალხის ნებაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალ არჩევანს ნიშნავს, მიიღოს ხალხმა. ის მიტაცებული პირობა უკან დააბრუნოს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ერთერთ ტელევიზიაზე ინტერვიუთი უნდა მოგვმართოს [ივანიშვილმა] საინტერესოა რას იტყვის.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პარლამენტთან 25 ნოემბრის აქციის დაშლაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები