აქცია პარლამენტთან

ბაქრაძე: ხელისუფლების არჩევანი საკუთარ ხალხთან ძალის და პოლიციის ენაზე საუბარია

ხელისუფლებამ გუშინ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა, რომ მისი არჩევანი და მისი გზა საკუთარ ხალხთან ძალის და პოლიციის ენაზე საუბარია. ადამიანები ითხოვენ კრიზისის განმუხტვას, იმ კრიზისის, რომელიც ოცნებამ თვითონ შექმნა, ადამიანები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ყველას ექნება შანსი, მათ შორის, ქართულ ოცნებასაც, რომ პოლიტიკური მომავლისთვის იბრძოლოს. ამის პასუხად ხელისუფლება ერთადერთ ნაბიჯს დგამს - გამოჰყავს სპეცრაზმი, გამოჰყავს პოლიცია და გზას კეტავს ყვითელ ავტობუსებით. ეს არის ხელისუფლების არჩევანი, რომელიც დღეს პარლამენტის შიგნით ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის სივრცეს არ ტოვებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტვ პირველის ინტერვიუში.

კომენტარები