25 ნოემბრის აქციის დაშლა

თალაკვაძე: მივმართავ ოპოზიციას, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში

მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგადოებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ და დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო საქართველოს პარლამენტი და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 25 ნოემბერს, აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტის პიკეტირების მცდელობის მიუხედავად, მაინც ტარდება. ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები