გიგა ბოკერია

ბოკერია: კობახიძე ახერხებს, იყოს გამორჩეული უტიფრობით, რაც არაა მარტივი ივანიშვილის გუნდში

ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკურ კლოუნებს შორის, ბევრი გამორჩეული კლოუნი არის, ბევრი გამორჩეული პოლიტიკური არარაობაა და სხვადასხვა ეტაპზე წინაურდებიან ხოლმე. ბატონი კობახიძე ყოველთვის ახერხებს, რომ იყოს გამორჩეული პოლიტიკური არარაობების ამ მორევში თავისი უტიფრობით. ეს არ არის მარტივი, როცა ივანიშვილის გუნდში ხარ, ამდენ უტიფარს შორის, მთავარი უტიფარით, ბიძინა ივანიშვილით სათავეში.

ეს არის კაცი, რომელმაც, როგორც ჩანს, მორალურად პასუხი არ აგო იმაზე, რაც მოხდა გავრილოვის ღამეს. ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მას მოუწია გადადგომა. პირველ დღეს იბრძოლა და არ გადადგა, ჩაებღაუჭა თავის თანამდებობას და სისხლი რომ დაიღვარა, მნიშვნელოვანწილად მისი პასუხისმგებლობა იყო. ახლა ცდილობს რეაბილიტაციას ამ მოვლენების ფონზე და არ გამოუვა ეს.

გიგა ბოკერია ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ისურვებდა, "ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები" პარლამენტში აღარ ეხილა.

კომენტარები