26 ნოემბრის აქციის დაშლა

​ვოლსკი: ზოგ ახალგაზრდას ყოფილ და ახლანდელ კმარელებთან ემოციური კავშირი არ აქვს

საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, რომ ქვეყანა არ წასულიყო დაშლისკენ და არ შექმნილიყო ის კირიზისი, რომელსაც ესოდენ უნდა ვერიდოთ. ჟურნალისტებმა მკითხეს შემოსვლისას, გიქმნის თუ არა უხერხულობას ის, რომ პოლიციით არის გარშემორტყმული საკანონმდებლო ორგანოო.

რა თქმა უნდა, უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს უხერხულობა არის ძალიან მცირე, ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც შეძლება სახელმწიფოს შეექმნას, თუ მუშაობას არ გავაგრძელებთ ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები.

ჩემი ბიუროს კუთხეში 2004 წელს 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ პირველი შეძახილისთავანევ არ დაემორჩილა პოლიციას და მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს.

მართალია ბევრია იქ ორგანიზებული, ყოფილი კმარელები, დღევანდელი კმარელები, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომელთაც ამასთან ემოციური კავშირი არ აქვთ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, ვის გვერდით დგანან და ვის მოთხოვნებს ემორჩილებიან.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნების ეპუტატები პარლამენტის შენობაში პოლიციის დახმარებით შევიდნენ, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა გამთენიისას საპროტესტო აქცია სპეცრაზმის გამოყენებით, წყლის ჭავლით დაშალა.

კომენტარები