26 ნოემბრის აქციის დაშლა

კობახიძე: კრიზისი არის ნაცმოძრაობაში

პოლიტიკური კრიზისი არის ნაციონალურ მოძრაობაში. ისინი ებრძვიან საკუთარ კრიზისს. საკუთარ რიგებში კრიზისიდან გამოსავალი ნაცმოძრაობამ თვითონ უნდა იპოვის. არ ვიცი, იპოვიან თუ არა, მაგრამ ძალისხმევა სჭირდებათ ამისთვის.

ჩვენ ვერ ვიმუშავებთ იმ დღის წესრიგით, რომელიც აქვს ნაცმოძრაობას. ნაცმოძრაობას აქვს კრიზისი. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ და არა მათით. მიმდინარეობს საპარლამენტო მუშაობა. დღეს განხილული და მიღებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი.

კრიზისი იქნებოდა იმ შემთხვევაში, დღეს რომ არ ჩატარებულიყო პარლამენტის სხდომა. მაგრამ ვერანაირი 200 ნაციონალი პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს.  

თქვა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას. 26 ნოემბერს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელისფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. ოპოზიცია და აქტივისტები ითხოვენ, ხელისუფლებამ გავრილოვის ღამის შემდეგ, 24 ივნისს მიცემული დაპირება შეასულონ და 2020 წლის არჩევნები სამართლიანად, ე.წ გერმანული მოდელით ჩატაროს.

კომენტარები