გიგა ბოკერია

ბოკერია: ვინც შავრაზმული კუთხიდან იცავს ეკლესიას, შეგიძლიათ, არარაობის იარლიყი მიაკრათ

ყველა პოლიტიკური არარაობა, ნაძირალა და კლოუნი ეფარება ხოლმე ზოგჯერ პატრიოტიზმს, როგორც მათ ეს ესმით, ეთნიკურ ნაციონალიზმს, ან რელიგიურ გრძნობებსა და ეკლესიას. ეს შეგიძლიათ ერთ-ერთ ნიშნად აიღოთ - როცა პოლიტიკოსი ასე საუბრობს, იფარებს წინ მრწამსის საკითხებს და ამ შავრაზმული კუთხით ეკლესიას იცავს, პირდაპირ შეგიძლიათ, პოლიტიკური არარაობის იარლიყი მიაკრათ ხოლმე.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიციას ეკლესიაზე განხორციელებულ "შტურმში" დასდო ბრალი.

კომენტარები