სალომე ზურაბიშვილი სალობიეში

კობახიძე: სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია

სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ.

თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, სალომე ზურაბიშვილის მიერ სალობიე ბიაში ვახშმობის შესახებ. პრეზიდენტი რესტორანში მაჩაბლის ქუჩაზე, 25 ნოემბრის საღამოს ვახშმობდა, როცა პარალელურად რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ზურაბიშივილმა სალობიე პოლიციის კორდობის დახმარებით, აქტივისტების შეძახილების ფონზე დატოვა.

კომენტარები