საქართველოს პრეზიდენტი

კილაძე სალობიესთან აქციაზე: ეს არის ბულინგი, ქალბატონი სალომეს გადასაწყვეტია, სად წავა

სიმართლე გითხრათ, ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის ის, რაც ვიხილე გუშინ, როდესაც მოხდა ფაქტობრივად პიკეტირება იმ გარემოსი, სადაც იყო ქალბატონი სალომე.

მისი გადასაწყვეტია, სად წავა. ეს არის ადამიანის დევნა უბრალოდ, რაც მოხდა და იყო ნამდვილად არასასიამოვნო, პირდაპირ გეტყვით, ეს არის ადამიანის ბულინგი, რომელიც არც ერთი შემთხვევაში არ არის მისასალმებელი

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე "ადამიანის ბულინგს" უწოდებს სალობიე ბიასთან აქციას იმ დროს, როცა პრეზიდენტი საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად ვახშმობდა. სალომე ზურაბიშვილმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა. "მონა, მონა" - ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან. სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა. პრეზიდენტის გასაყვანად მისულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები