ერთად ერთის წინააღმდეგ

დიღმელაშვილი აქციის მონაწილეებს: ხელისუფლებას თქვენი შეეშინდა - ხვალ პარლამენტი არ მუშაობს

ქართული ოცნების ხელისუფლებას თქვენი შეეშინდა და ხვალ პარლამენტი არ მუშაობს. ხვალ ყველა სხდომა არის გადადებული უვადოდ და ჩაშლილი. პირველად 7 წლის განმავლობაში დეპუტატებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ სხდომა დილით ტარდებოდა და ნახევარ საათში მიუვიდათ შეტყობინებები, რომ ხვალინდელი დღე იყო გაუქმებული. ეს მონები.

თუ ასე გეშინიათ ხალხის ძალის, ხალხის ხმის და მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების, მაშინ მოგვეცით პროპორციული არჩევნები და გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ვცხოვრობდით აქამდე

მოძრაობის "სირცხვილია" ერთერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით მიმართავს დემონსტრანტებს. მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო გუნდმა არ შეასრულა პირობა და მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს, სრულად ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითი მთავრობის მიერ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით

კომენტარები