პარლამენტის პიკეტირება

ბოკუჩავა: პიკეტირება მაშინ იქნება, როცა ექნებათ პლენარული სხდომის ჩატარების მცდელობა

არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ოპოზიციის ამგვარი ერთიანობა არის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიიდ საფრთხე და თავისტკივილი. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთიანობას, რათა ასეთი პრინციპულობით მივაღწიოთ იმ დანაპირების შესრულებას, რაც მისცა ქართველ ხალხს. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ერთად, ერთის წინააღმდეგ, მანამ, სანამ არ შევასრულებინებთ ივანიშვილს იმ დანაპირებს, რაც გასცა.ნებისმიერი მცდელობა, რომ პარლამენტში ჩაატარონ პლენარული სხდომა იქნება ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი თითოეული ქართული ოცნების დეპუტატისთვის. ხვალინდელი სხდომა შეშინებულებმა გადადეს, თუმცა შეიძლება ზეგ ან მაზეგ ჰქონდეთ კვლავ მცდელობა, რომ ჩაატარონ, რა თქმა უნდა, იქნება პიკეტირება, იქნება პროტესტი. არ ვცვლით მოთხოვნებს, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, ძალიან თანმიმდევრულები. როგორც წესი, პლენარულ კვირაში ოთხშაბათი დღე არის სასესიო, მაგრამ შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. მაშინ, ხუთშაბათს იქნება პიკეტირება, თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება, თუ მომავალ კვირას- მომავალ კვირას იქნება. იქნება მუდმივი დისკომფორტი ქართული ოცნებისთვის მანამ, სანამ არ შეასრულებენ დანაპირებს. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები