პარლამენტის პიკეტირება

დიღმელაშვილი სამომავლო გეგმებზე: ხუთშაბათ დილას იქნება პარლამენტის პიკეტირება

კონსენსუსი არის შემდეგი - ხუთშაბათ დილას აქ იქნება პიკეტი. ვიცით, კიდევ გამოიძახებენ არაპროპორციულად დიდ ძალას და თუ საჭიროა წყლის ჭავლსაც იხმარენ. მერე შერცხვება ადამიანს, რომელიც პოლიციაზე პასუხს აგებს. არის კადრები, რომ ადამიანს თვალი დაუზიანეს, ხელი მოტეხეს. იტყვის, რომ წყლის ჭავლი არ იყო გამოყენებული. ქოცატყუილობა არის აუცილებელი და არასაკმარისი პირობა, ამათ საჯარო სამსახურებში რაიმე წარმატებას რომ მიაღწიო. ხუთშაბათს დილას იქნება პიკეტირება. ჩვენ გავაკეთებთ დაკიდულ თარიღს სასესიო კვირაში და ერთი კვირით ადრე შემოგთავაზებთ ჩვენი დიდი აქციის, "ერთად ერთის წინააღმდეგ", ზუსტ თარიღს. აქციაზე კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს განსხვავებულობას, კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ტომები, ყველა გამოვა ერთად, ერთის წინააღმდეგ იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი დემოკრატიული მომავალი, სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ აძლევს ფორას კონსტიტუციური უმრავლესობისთვის მმართველ ძალას. დაიწყო სისტემის ჭანჭყარი. ხედავთ, პოლიციური რესურსიც ამოწურეს, ჩვენი პიკეტირების შემთხვევაში ხვალ აღარ ეყოფოდათ. [...] ასე ერთიანი საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო წარმომადგენლობები ხელისუფლების შეფასებისას არ ყოფილან. ვნახეთ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოების საერთო წერილი, დიპლომატიური კორპუსების ჩართულობა, რა იწერება საერთაშორისო მედიაში, ამ წნეხს ხელისუფლება ამ რეჟიმში, როცა რობოკოპებით უკანა კარიდან უწევთ დეპუტატების შეპარება, ვერ გაუძლებს. ვერ გაძლებენ და ჩვენ გაუსაძლის ზამთარს ვპირდებით.

თქვა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.

კომენტარები