პროპორციული სისტემა

ზედანია: აქციების დაშლა რომ გამოსავალი იყოს, ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობა იქნებოდა

სამი მოკლე კომენტარი:

ა) პოლიტიკური თუ ეთიკური მოსაზრებების გამო 150 დეპუტატიდან 60 რომ არ მივა პარლამენტის სხდომაზე, მაგას ჰქვია კრიზისი;

ბ) ვერ ვხედავ, რაში უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეს გერმანულს მიმსგავსებული საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციას;

გ) რუსთაველზე აქციების დაშლა თუ დარბევა რომ პოლიტიკური გამოსავალი იყოს, საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობა იქნებოდა.

P. S. და ბოლო, მეოთხე: შეცდომა ყველას მოსდის, მითუმეტეს ისეთ ახალგაზრდა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. ერთადერთი, რითაც შეიძლება შეცდომები გამოვისყიდოთ - ვისწავლოთ მათზე. გამოცდილებიდან ვერმიღებული ცოდნა არა მხოლოდ ინტელექტუალური ჩავარდნა, არამედ მორალური დანაშაულიცაა, როცა საქმე ქვეყანას ეხება

წერს ფილოსოფოსი გიგა ზედანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები