თბილისის მერია

კალაძე: თუ დღე და ღამე არ იმუშავე, შეუძლებელია, მიიღო ის, რაც სჭირდება ქალაქს

ამ პროექტების უკან დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უწევთ მუშაობა, ზედამხედველობა, ღამეების თენება. ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. თუ გვინდა, ვიყოთ წარმატებული ქალაქი, თუ გვინდა, პროექტები წარმატებით, ხარისხიანად განხორციელდეს, სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ჯერ კიდევ ის სამშენებლო კულტურა, რომ სამშენებლო კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში და ჩვენ ვიყოთ წყნარად, რადგან ის ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე.

სამწუხაროდ, არ ვართ ამ მდგომარეობაში, ამ კომპანიებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ძლიერ კომპანიებსაც კი, რომლებიც დღეს საქართველოში არსებობენ, მოღვაწეობენ და ვითარდებიან, მათაც სერიოზული პრობლემები აქვთ, და თუ ყოველდღიურ რეჟიმში არ იმუშავე დღე და ღამის განმავლობაში, შეუძლებელია, მიიღო ის ხარისხი, შეუძლებელია, მიიღო ის, რაც გვინდა ჩვენ და რაც სჭირდება ქალაქს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი თანამშრომლები და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო შრომისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები