ევროპარლამენტი

კრასნოდენბსკი: საქართველო კარგ გზაზე იდგა, ბოლო დროს ვხედავთ მთავრობის უფრო უხეშ ქმედებებს

თვალი არ უნდა დავხუჭოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ზოგიერთ შემთხვევაში რეგრესს ვხედავთ. მაგალითად, საქართველო წინსვლისაკენ კარგ გზაზე იდგა, მაგრამ უკანასკნელ თვეებში ვნახეთ ხანგრძლივი პროტესტი, უფრო და უფრო უხეში ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის მოქალაქე იყო და ასე შემდეგ.

თქვა ევროპარლამენტის წევრმა, პოლონელმა სოციოლოგმა და პროფესორმა ზჯისლავ კრასნოდენბსკიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას.

კომენტარები