პროპორციული არჩევნები

მიკსერი: ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით, დაიცვან მათივე გაცემული პირობები

ვიზიარებ წუხილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დასანანია პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფდა. რამდენადაც არ ვუწესებთ და არც უნდა დავუწესოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელი საარჩევნო სისტემა უნდა გამოიყენონ, მათგან სრულებით ველოდებით, დაიცვან მათივე გაცემული პირობები.

ევროპულ მისწრაფებებს თითქმის სრულებით იზიარებს ყველა ქართველი პოლიტიკური მოთამაშე, ისევე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა. მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ამ მისწრაფებებს დამატებითი ზიანი მიაყენოს შიდა არეულობამ. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოძებნონ გამოსავალი კრიზისიდან და შეძლონ, დაარწმუნონ ხალხიც და საერთაშორისო პარტნიორებიც, რომ გარანტირებულია პოლიტიკური პროცესის სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი ქართული ოცნების მიერ საარჩევნო სისტემის ცვილებების ჩაგდებაზე.

კომენტარები