ივანიშვილი: არ მახსოვს, რამე პრინციპული დაპირება არ შეგვესრულებინა და სამწუხაროდ, მოხდა ეს

ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული არ მახსოვს, ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა. მე, ზოგადად, ბუნებრივია, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და 1000-ჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო, თუ ჰპირდები, უნდა გააკეთო. მაგრამ მოხდა ეს, სამწუხარო რეალობაა, რომ მოხდა, რა თქმა უნდა, განვიცდით, განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველანი, განიცდიან ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა, განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო, მათ მიაჩნიათ, რომ სწორი გააკეთეს, რაც გააკეთეს, მაგრამ განიცდიან თვითონ ფაქტს, რომ ქართუილმა ოცნებამ გასცა დაპირება, მართალია ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან და ვერ შევძელით, რა თქმა უნდა, სამწუხაროა

ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე.

კომენტარები