პროპორციული სისტემა

ივანიშვილი: ამომრჩეველს შეუძლია, დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან?

ამათთან [აქციის მონაწილეებთან] ჩვენ პასუხი გასაცემი არ გვაქვს, საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი გვაქვს გასაცემი, ის რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ და ამისთვის არსებობს არჩევნები. ამათ შეუძლიათ, აწიონ ეს თემა, შეახსენინ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით და ვერ შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ, როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ, ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯონ,  მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან და ამას ითხოვენ? ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს, ამ სისტემაზე გადასვლას?

ბიძინა ივანიშვილი პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე.

კომენტარები