ქართული ოცნება

ივანიშვილი: 20 ივნისს პარლამენტში რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ, შიგვე ჩავიჭერდით ყველას

მე გუნდში მქონდა გარჩევა სხვათაშორის 20 ივნისის მოვლენებისაც. იქ გამოთქვამდნენ ზოგიერთები, რომ აი, შეიძლებოდა იქ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა ესენი იქ [პარლამენტში] შესულიყვნენ და ასე შემდეგ. მაშინაც რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ ისევ თვითონ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა და მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. ნახეთ ტურიზმი თუ ინვესტიციები და ასე შემდგომ...

მაგრამ თვითონ მათ რამდენად აქვთ შანსი ამის, გაცილებით უარესს მიიღებდნენ, იქ, შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას.

ვერ აცნობიერებენ, შევარდნაძის დროს ადარებენ. შევარდნაძე იყო ასაკში შესული, არ ჰყავდა გუნდი თვითონ, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ასე შემდეგ. ესენი მოვიდნენ ამ ფონზე. მართლაც გაყალბებული არჩევნების ეჭვი რაც იყო, ეს იყო საფუძვლიანი და ამ ფონზე მოახერხეს, ის გუნდი მობილიზებული მოვიდა და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს – რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მე მგონი, არც ლიდერად არ ვარ ცუდი, ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია მაგათზე მეტი. აი, რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად, დაივიწყებდა, მაგათ ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება საერთოდ. ჯერ ერთი - ვერ მოახერხეს, მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ

ბიძინა ივანიშვილი TV იმედის ეთერში, 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაზე.

კომენტარები