ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ჩემგან ითხოვენ პასუხს, რატომ არის ხალხი უმუშევარიო

არ არის ხალხიც, არ არის ფინანსებიც, ერთიც და მეორეც. ახლა ჩემგან ითხოვენ პასუხს, ისევე, როგორც ეკონომიკურად, რატოა ხალხი უმუშევარიო. რა მოხდა? 7 წელი გავიდა და გადით ქუჩაში ნახეთ რამდენი გაჭირვებული ადამიანიაო - ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ და ამას ივანიშვილს დავაბრალებთ, მივიღებთ ახალ უბედურებას, ნახონ ქართული ოცნების მართვის პერიოდში... მე ეკონომიკურ კონფერენციებს ვატარებდი, როდესაც წავედი პოლიტიკიდან და არცერთი ოპოზიციონერი არ მოვიდა, ერთხელ შემოიპარა გოცირიძე და რომ მივედი გაძვრა მეორე კარიდან.

მოვიდნენ, არგუმენტირებულად გვასწავლონ რას ვაკეთებთ ჩვენ ან ვერ ვაკეთებთ როგორც საჭიროა და გვასწავლონ უკეთესი გზა, მაგრამ ეს ასე არ ხდება, არგუმენტები არ აქვთ. მე ვიტყვი, ყველა მიმართულებით, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება - ეკონომიკა იქნება, ადამიანის უფლებები იქნება, ყველა მიმართულებით პრინციპულად უკეთესი შედეგები გვაქვს. ვერც ერთს ვერ დაასახელებენ და დადებენ, რომ რაღაც მათ დროს უკეთესად კეთდებოდა და პრეტენზია აქვთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. არა, ზოგადად ამბობენ - ივანიშვილმა გაძარცვა ქვეყანა, ანგრევს ქვეყანას, დაანგრია კულტურა, გააჩანაგა ბუნება. ამ დროს, ყველაფერი ხდება საპირისპიროდ.

ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები