პროპორციული საარჩევნო სისტემა

გომელაური პროპორციულზე: ცუდია რაც მოხდა, მაგრამ რა პოზიცია უნდა მქონდეს? უნდა გავიფიცო?

ჩემ პოზიცია რა უნდა იყოს? ველოდებოდით რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იყო რომ პროპორციული ყოფილიყო, მაგრამ ჩავარდა პარლამენტში. ჩვენ რა? რა პოზიცია უნდა მქონდეს მე? უნდა გავიფიცო? ცუდია რაც მოხდა, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და მე არ შემიძლია შევცვალო პარლამენტის გადაწყვეტილება. ველოდებოდით, ყველა მხარს ვუჭერდით მთავრობის წევრები მაგრამ ჩავარდა. მე რა უნდა გავაკეთო? მივუშვა და დავანგრიო? შევუშვა პარლამენტში და ცეცხლები დაანთონ, გადაკეტონ გზები და ეს არის ნორმალური? 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

კომენტარები