აქციები პარლამენტთან

ცქიტიშვილი: ეს ოპოზიციის აქციებია და გაცდენილია გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან ფორმას

ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა არის ალბათ ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც კი შეიძლება იყოს და რაც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს, როგორც ტურიზმის ასევე ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად განწყობის შენარჩუნებას, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნებოდა პოზიტიური, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და იმ მცდელობებზე ჩვენი ოპოზიციის, რომ წარმოაჩინოს ეს აქციები, როგორც სახალხო პროტესტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვხედავთ, პირველ რიგში მედიის საშუალებით, რომ ეს აქციები არის სინამდვილეში ოპოზიციის აქციები. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული.

ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან და გარდა ამისა, ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ვიხილეთ, რომ ის აქციები, რომლებსაც ოპოზიციის წევრები ატარებენ, რისი სრული უფლებაც აქვთ, არის გაცდენილი გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს  და სამწუხაროდ იძენს აგრესიულ ფორმებს. იმ ფორმებს, რომელიც საშუალებას აძლევს ოპოზიციას წარმოაჩინოს, ეს პროტესტი, ისე როგორც სახალხო პროტესტი ან ფართო პროტესტი.

ამასთან ერთად რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია, ის აგრესიული ქმედებები, რომელიც არის მიმართული პარლამენტარების მიმართ, მაშინ როდესაც კონკრეტულ პარლამენტარებს დღესაც არ მიეცათ საშუალება თავისი ფუნქციის განხორციელების და პარლამენტში შესვლის. რა თქმა უნდა, ეს ფორმები არ არის მისაღები და აქედან გამომდინარე ჩვენ, როგორც ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და მივცეთ საშუალება ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუციას, პარლამენტს, რომელიც ასახავს ჩვენი მოსახლეობის არჩევანს, იმუშაოს. 

ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრობს.

კომენტარები