ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი: ივანიშვილმა, თუ პროპორციული საზოგადოების სურვილია, არჩევნებზე გასცემს პასუხსო

გუშინდელი ინტერვიუ იყო ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც, მე მგონია, უსმინეთ. იქ ერთი მომენტია, რომელსაც მე მინდა, ხაზი გავუსვა და იქ პასუხს სცემს ამ ნაწილს - თუ ეს მოთხოვნა, პროპორციული არჩევნების, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მისი დიდი ნაწილის მოთხოვნა, თუ მათ ასე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი მოდელი, მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთან და პასუხს გასცემსო ამასო, თუ ასე მნიშვნელოვანიაო. თუ არადა ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ქუჩაში არის, დარჩება მაგათთვის.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის ფრაზებს იშველიებს.

კომენტარები