ივანიშვილის ინტერვიუ

ცქიტიშვილი: ივანიშვილის ანალიზი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან სიღრმისეული და საჭირო

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის და ობიექტურობის მიტანა მოსახლეობამდე. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ოპოზიციური ლიდერებისთვის პირველ რიგში არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც გუშინ მოისმინეს ინტერვიუში. აუცილებელია რეალობის შეფასება, ამ პროცესების სწორი ანალიზის მოსმენა, რაც გუშინ ვიხილეთ...

ის ანალიზი, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერის მხრიდანაც ასეთი ტიპის ანალიზი მოისმინეს. 

ინფრასტრუქტური მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აფასებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

კომენტარები