ივანიშვილის ინტერვიუ

წულუკიანი: ივანიშვილმა ძალიან კონკრეტული აქცენტები დასვა იქ, სადაც ამ აქცენტების ადგილი იყო

მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყო. ძალიან კარგია, რომ ეს ინტერვიუ შედგა, ამ ინტერვიუმ ძალიან კონკრეტული აქცენტები დასვა, იქ, სადაც ამ აქცენტების ადგილი იყო და მისი მხრიდან ამას უფრო მეტი მნიშვნელობა და ჭრა აქვს, ვიდრე იგივე თემები გაჟღერებული ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან, ინტერვიუმდე, მათ შორის ჩემ მიერ.

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენ ის, რომ ჩვენი პოლიტიკური მომავალი, მმართველი ძალისა და ოპოზიციის, არის სწორედ 2020 წლის არჩევნები, იმ შერეული მოდელით, რომელიც დღეს გაწერილია კონსტიტუციაში. ამიტომაც, ქუჩაში სირბილის ნაცვლად, თუკი ამის რესურსი ამ ძალებს შემორჩათ, დროა, რომ ყველამ დავიწყოთ არჩევნებისთვის მზადება.

თუკი, რაიმე სახის კითხვის ნიშანი საზოგადოებას აქვს და ბიძინა ივანიშვილმა ეს ხაზგასმით აღნიშნა, იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში ის ცალმხრივი ინიციატივა, რასაც მე იდეას ვუწოდებდი მრავალი დღის განმავლობაში, რომელიც როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, არავისთან კონტრაქტი არ ყოფილა, ჩავარდა და ვერ გავიდა, იმიტომ რომ იმ მყიფე კონსენსუსს, რაც ჩვენი გუნდის შიგნით არსებობდა, თვითონ ოპოზიციამ შეუწყო ხელი, რომ მორღვეულიყო, თავისი ქუჩური აქციებით და ქმედებებით. ჩვენ ერთადერთი, რაც ახლა ყველას გვაქვს, არის მომავალი წლის არჩევნები შერეული წესით და საზოგადოებას თუ აქვს კითხვის ნიშნები, ქართულ ოცნებას ამ კითხვას საარჩევნო ურნასთან დაუსვამს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები