ივანიშვილის ინტერვიუ

წილოსანი ივანიშვილზე: ვეთანხმები პრინციპს, რომ აღზრდაში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია

ინტერპრეტაციების საკითხია, მე მოვისმინე დღეს გარკევული ინტერპრეტაციები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით. ჩემთვის პრინციპში ყველა ასპექტი გასაგები იყო და არაერთხელ გვისაუბრია. ის აქცენტები, რაც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვადის შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა, რა თქმა უნდა ვიცი და სრულად ვეთანხმები, ასევე გარკვეულწილად გენდერულ თანასწორობას შეეხო და რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ პრინციპს, რომ ბავშვების აღზრდაში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ევროპული ქვეყნის და ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყნების პრინციპიც სწორედ ესაა, რომ დეკრეტული შვებულებები უფრო ხანგრძლივი იყოს და მშობლებმა შვილებთან გაატარონ დრო, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება გენდერული თანასწორობის პრინციპებს. 

ქართული ოცნების მაჟორიტარი ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის ინსტერვიუს შესახებ პასუხპბს ტაბულას კითხვას, იყო თუ არა ინტერვიუში რამე საკითხი რასაც არ დაეთანხმა. გუშინ ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა - "ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ, ამის მოწოდებას მოვახმარ დარჩენილ წლებს."

კომენტარები