გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ ფაქტიურად მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში.
ეს ქუჩის ოპოზიცია, თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდნენ, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ. თუ ისინი პარლამენტის კარებს ამტვრევენ, ლოგიკური დასკვნა და შეგრძნება მიჩნდება, რომ მათ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ