აბაშიძე-კარასინი

კარასინი: ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში იქნება სახლში

საუბრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ წამოჭრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენ საქმის კურსში ვიყავით. გვქონდა კონტაქტი როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარესთან სხვადასხვა დონეზე. იმედი გვაქვს, ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა აზრი იმის თაობაზე, რომ მუდმივად უნდა ვმოქმედებდეთ ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებში. სხვადასხვა მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც არსებობს. უნდა ვაიძულოთ, იმუშაონ ინსტრუმენტებმა, ცხელმა ხაზმა. საჭიროა სოხუმსა და ცხინვალში, თბილისში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტების უფრო მიზანმიმართულად გამოყენება. თუ ეს ინსტრუმენტები იმუშავებენ, ჩვენ გარანტია გვექნება, რომ ასეთი დრამატული შემთხვევები აღარ განმეორდება. უნდა იურთიერთოს სხვადასხვა უწყებამ, მაგალითად, მე და ზურაბი ვურთიერთობთ, ვმსჯელობთ, გვაქვს კონტაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობენ ერთმანეთთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს, ხოლო გაფრინდაშვილის პრობლემა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვფიქრობ, ის იქნება უახლოეს დღეებში სახლში, მაგრამ რადგანაც გაფრინდაშვილი იმყოფება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამაზე უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც იქ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს. ამისთვის ვიყენებთ მთელ ჩვენს კონტაქტებს. მოდით, დაველოდოთ

რუსთავი 2-ის ცნობით, ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

კომენტარები