შრომითი მიგრაცია

მაღრაძე: რატომ ატყდა ეს ამბავი? ყველა ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია

ქართველებს გვაქვს ერთი კარგი ანდაზა - კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო. ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ ზოგი დასაქმდება გერმანიაში, ზოგი ქუთაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ ქვეყანა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ბიზნესის გასავითარებლად, რომ აქაც მოხდეს დასაქმება, მაგრამ რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, რატომ ატყდა ეს ამბავი, ყველა ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია. პოლონელების საკმაო რაოდენობა მუშაობს გერმანიაში მაგალითად, ნამდვილად ვიცი, ახლახან გახლდით და გავეცანი როგორ ხდება და რა ხდება. ლაპარაკია იმაზე, რომ ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ აქ, ისწავლიან ენას, წავლენ და იმუშავებენ, როგორც ღირსეული წევრები იმ საზოგადოებაში, სადაც ჩავლენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდებიან და ეს იქნება ფაქტიურად ღირსეული შესაძლებლობა დასაქმებისა

ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე ქართველების გადამზადებისა და უცხოეთში დასაქმების შესახებ. ივანიშვილმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. გამოსავალს მმართველი გუნდის ლიდერი ქართველების პროფესიულ გადამზადებასა და ევროპის ქვეყნებში დასაქმებაში ხედავს. ივანიშვილის აზრით, "რეალობიდან უნდა გამოვიდეთ" და "არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს".

კომენტარები