შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭარბი რესურსი იხარჯება იმის გამო, რომ ორას ნაციონალს უნდა პარლამენტის ბლოკირება. ნაცმოძრაობას არ აქვს პასუხისმგებლობა, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, ამიტომ ისინი ხარჯავენ შსს-ს იმ რესურსს, რომელიც წესით არ უნდა დაიხარჯოს ორას ნაციონალზე, მაგრამ ნუ, ასეთია ვითარება. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიყენებთ ხისტ ზომებს, იმ ზომებს, რომლებსაც თავის დროზე იყენებდა ნაცმოძრაობა, ეს არის დემოკრატიის ფასი
პროპორციული სისტემა
კობახიძე: შსს-ს ჭარბი რესურსი იხარჯება იმიტომ, რომ 200 ნაციონალს უნდა პარლამენტის ბლოკირება
tbl.ge/48kn
დაკოპირდა
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, დეპუტატებს პიკეტის და სირცხვილის დერეფნის ფონზე უწევთ პარლამენტში შესვლა. პარლამენტის სხდომის დასაწყებად ორჯერ აქცია სპეცრაზმით დაშალეს, დღეს კი, პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციები აღმართეს.
ამავე თემაზე
- NGO-ები ოცნებას: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით კიდევ ერთხელ მიმართეთ პარლამენტს
- პრეზიდენტი უცხოელებს: თუ დაუბალანსებული კრიტიკის განცდა დარჩა, ცუდად აისახება ორიენტაციაზე
- დღეს ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართება
- წულუკიანი: დღეში რამდენჯერმე მესმის, რატომ დამპირდი, რომ ბაღში მომაკითხავდი და დააგვიანე
- ჯაში: მჯერა, კობახიძემ და თალაკვაძემ იცოდნენ, რომ ივანიშვილი პროპორციულის ჩაგდებას აპირებდა