პარლამენტის პიკეტირება

უგულავა: დეპუტატებს უთხრეს, შვიდზე აეყარენით და შეეყარენით, პოლიციის ენერგიას ვზოგავთო

ძალიან სიმბოლური დღე იყო გუშინ, მთავრობა ჩაიკეტა თავის თავში, პარლამენტი ჩაიკეტა თავის თავში და ივანიშვილმა ქალაქის ცენტრში საკუტარ ხალხთან კედლები აღმართა. ეს სიმბოლო ერთხელ საკმარისი იყო. დღეს დააყენებენ რკინის ჯებირებს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ამას კომიკური განვითარება აქვს, როგორც ჩანს, მთავრობამ უთხრა დეპუტატებს, აეყარენით დილის შვიდ საათზე და შეეყარენით შენობაში, პოლიციის ენერგია გვინდა დავზოგოთო. ამიტომაც, დილის შვიდ საათზე, გამთენიისას ვიხილეთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები უკვე შელაგებულები იყვნენ პარლამენტის შენობაში. ეს ჩვენს გეგმებს არანაირად არ ცვლის, გარშემო ბევრი სხვა ღონისძიებაც არის. [..] პიკეტი ძალაშია, ჩვენ მივალთ იქ, ყველგან, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი გახარია დგას. გახარია იქნება თუ წულუკიანი, დღეს ჩვენი ყურადღება არ მოკლდებათ.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ. ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა სხდომამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება დღესაც იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.

კომენტარები