ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

კახაძე ივანიშვილის ინტერვიუზე: ბევრ შემთხვევაში ჩემს სალაპარაკოსაც ლაპარაკობდა

იცით, ბევრ შემთხვევაში ჩემს სალაპარაკოსაც ლაპარაკობდა. მხოლოდ, თავისებურად. ის თავისებურად ლაპარაკობს. მე ზოგჯერ შორიდან მოვლა ვიცი ხოლმე და სხვა ანალოგების მოყვანა, მაგრამ გამოსავლის ძიება არ არის მარტო ერთი ვექტორი, არის ბევრი ისეთი, სადაც, შეიძლება, დამატებითი გზა დაგჭირდეს-უკან დახევა, წინსვლა. მე მივესალმე ანალიტიკურ ნაწილს, შეფასებას იმ გამოწვევების, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა, იმ სწორად დანახული პერპექტივებით, რომლებიც პოლიტიკის სწორად განვითარების შემთხვევაში სრულიად მიღწევადია.

უთხრა ტაბულას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ბიძნა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები