ლადო კახაძე

კახაძე თავის ლექსზე: სულ მეგონა, არ კითხულობდნენ, თავი გადავამოწმე, თურმე კითხულობენ

ჩემი გამოხატვის საშუალება ეს არის. არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მე უფრო მძაფრი რაღაცებიც მიწერია. კარგია, გამიხარდა, რომ კითხულობენ. კომენტარები ყველა ერთნაირი არ იყო-ზოგს ძალიან მოეწონა, ზოგს არ მოეწონა. მე მივხვდი, რომ ზოგმა საკუთარი თავი დაინახა და მოეწონა. ზოგმა თავი დაინახა და არ მოეწონა. კარგი პროვოკაცია მოვახდინე, ხომ ხედავთ? მთავარია, მე ჩემს მიზანს მივაღწიე- მან წაიკითხა. სულ მეგონა, რომ არ კითხულობდნენ, ჩემი თავი გადავამოწმე, თურმე კითხულობენ. მე იქ ისეთი სიტყვათა წყობა მაქვს, რომელიც რაღაცას მალავს, რაღაცას პროვოცირებას უწევს, ისიც ამოიცნეს. პირიქით ძალიან მესიამოვნა.

უთხრა ტაბულას ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარ ლექსზე. "სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ, მტრები დენთის კასრებს ხსნიან",-კახაძე მიმდინარე მოვლენებს ლექსით გამოეხმაურა.

კომენტარები