აქცია პარლამენტთან

კახიანი ოპოზიციაზე: ჩვენთვის ეს მხოლოდ მომგებიანი თუ იქნება, ახდენენ თავის მარგინალიზაციას

ის, რომ ოპოზიციას თავისი სრულიად უსაფუძვლო მოსაზრებები აქვს, არავის არ უკვირს. მე მგონი, საზოგადოება თვითონ ხედავს, მე რომ არ ვთქვა, რომ არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ძალიან მარტივ რეალობასთან გვაქვს საქმე, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ბუნებრივია, მის მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ ვინმემ გადაამეტა თავის უფლებებს, შეეცადა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, შეეცდება სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობის დაბლოკვას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ დევნას აქვს ადგილი, სასაცილოა. ეს პროცესი თუ ვინმეს აზარალებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. კარგი იქნება თუ პარლამენტში შემოვლენ და საპარლამენტო ფორმატში გადმოინაცვლებს ყველაფერი. მათთვის ჯერ კიდევ ღია არის ეს კარები. თუ ისინი ასე აპირებენ გაგრძელებას, გეტყვით, რომ ჩვენთვის ეს მხოლოდ მომგებიანი თუ იქნება. ბოლომდე ახდენენ თავის მარგინალიზაციას. არანაირი რესურსი აღარ რჩებათ, გარდა იმისა, რომ მოაწყონ ასეთი სახის პროვოკაციები. 

თქვა უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა.

კომენტარები