ქართული ოცნება

ხუნდაძე პიკეტსა და აქციებზე: რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი

[პიკეტითა და აქციებით] რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი. მე უფრო მეტად მაღელვებს ის, რომ დისკომფორტი ექმნება მოსახლეობას და გარკვეულ სტრესულ სიტუაციას ქმნიან [აქციის მონაწილეები]. ეს არის ერთი მცირე ნაწილი, ხედავთ არის რამდენიმე ათეული ადამიანი და, ძირითადად, ლიდერების გარშემო არიან შვილიშვილები, შვილები და ერთი ვიწრო ჯგუფი. მათ ჭკუაზე შეუძლებელია, ქვეყანამ იაროს. ასე რომ, სჯობს დაანებონ დესტრუქციას თავი.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს მოვედი 9:00 საათზე. 70% შემთხვევაში ჩემი პარლამენტში მოსვლის საათი არის 9:00 საათი

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთერთი იყო მათ შორის, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, ამბობს, რომ პარლამენტის შესასვლელებთან აქციები და პიკეტირებები მისთვის დისკომფორტია.

კომენტარები